სამართალდამცველებმა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხობის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისათვის, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხობი დღეს, დილის საათებში გაქურდეს. მეპატრონის თქმით, ქურდებმა საცხობიდან 100-ლარამდე თანხა წაიღეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.