ვაკის რაიონში, ანჯაფარიძის N23-ის მიმდებარედ დასასვენებელ სივრცეს  აწყობენ

თბილისში, ვაკის რაიონში, ანჯაფარიძის N23-ის მიმდებარედ დასასვენებელ სივრცეს  აწყობენ.

ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა-გასართობი მოედანი, რომელზეც ატრაქციონები დამონტაჟდება. გარდა ამისა, სხვადასხვა დიზაინის სკამები განთავსდება, ასევე, ურნები, მოეწყობა განათების ქსელი, მოიხატება კედელი და დაირგვება ბალახი.

პროექტის ღირებულება 97 000 ლარს შეადგენს.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები