რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ

ბათუმში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ბათუმში ადგილობრივ სპორტსმენებს შეხვდნენ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო სპორტული ტურიზმის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებს.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ბათუმში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და სპორტის ხელშემწყობ ღონისძიებებზე.

მაჟორიტარი კანდიდატების განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტსმენების ხელშეწყობა ყოველთვის იქნება პრიორიტეტული, რისთვისაც, მათი მხრიდან სამომავლოდ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები