ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

????????????????????????????????????

ახალციხეში, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილზე სახანძროს, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები