ამირან გამყრელიძე: ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 131 მედპერსონალია ინფიცირებული, თუმცა, მისივე თქმით, ყველა მათგანის დაავადების წყარო პროფესიული საქმიანობა არ არის.
„ბოლო 24 საათში ინფიცირებული 1759 შემთხვევიდან 131 გვყავს სამედიცინო პერსონალი. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. ამ 131-დან ბევრზე ვირუსი ოჯახური კონტაქტებიდან გავრცელდა იმიტომ, რომ ჩვენც, ექიმებს გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ეს პროფესიული დაინფიცირება არ არის მარტო”, – განაცხადა გამყრელიძემ.