ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელ სივრცეს აწყობენ

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N5 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

დაახლოებით, 3000 კვ. მ ფართობის სკვერში განთავსდება საბავშვო ზონები ატრაქციონებით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, დაირგვება მცენარეები, მოეწყობა სარბენი ბილიკები.

კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები