ირაკლი ალადაშვილი: პირველ რიგში მძევლები რომ არ დაშვებულიყვნენ, მთავრობამ სწორი პოლიტიკა აირჩია

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდასხმის ფაქტს აფასებს.

როგორც მან ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა, თავმდამსხმელი შესაძლოა, არა მხოლოდ ჯარში, არამედ სპეცრაზმშიც იყოს ნამუშევარი. მისივე შეფასებით, სპეცოპერაციისას, ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა აირჩია.

“გავრცელებული კადრებიდან თავმდამსხმელზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ადრე ან სამხედრო სამსახური აქვს გავლილი ან უფრო მეტი, ის შეიძლება სპეცრაზმშიც მსახურობდა. კადრებში ჩანს, რომ პისტოლეტიც აქვს, ხელყუმბარაც, თან ერთი არ ექნებოდა. ის ყველაფრისთვის მზად და ყველაფერზე წამსვლელი იყო, ანუ გააზრებული ქონდა რომ სპეცოპერაციისას ის შეიძლება მოეკლათ.
საუბარი იყო მაღალყელიან ფეხსაცმელზე, რომელიც ერაყში რიგდებოდა, თუმცა ასეთი ფეხსაცმლის შეძენა სხვაგანაც თავისუფლადაა შესაძლებელი. მე ასეთი რამე არ მახსოვს, ვინმე დროშით შესულიყოს ძარცვაზე, მას კი მარჯვენა მკლავზე ქართული დროშა ეკეთა. ამით შეიძლება მან აჩვენა, რომ ადრე სამხედრო ფორმასაც ატარებდა, ალბათ ღირსეულად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის მსახურობდა არა მხოლოდ ჯარში, არამედ რომელიმე სპეცდანიშნულების რაზმშიც.
თავმდამსხმელი მაქსიმალურად ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა და მისი იდენტიფიცირება რაც შეიძლება გვიან მოხდეს.
სპეცოპერაციისას, ​გამოსვლის მომენტში, როდესაც 3 მძევალი წინ მოყავს და მეოთხე უკან მოყვება მარჯვენა ხელში ყუმბარა უჭირავს და მისი მარჯვენა ხელის დაფიქსირება, დაჭერა ისე, რომ მას ეს ყუმბარა არ გაეშვა მას ფაქტობრივად ნეიტრალიზაციას გაუკეთებდა. იმიტომ, რომ ის ცაცია არ იყო და უბრალოდ, მარჯვენა მხარეს ჩამოკიდებულ პისტოლეტსაც ვერ გამოიყენებდა, თუმცა ხელისუფლებამ აირჩია ეს გზა, რომ მთავარი იყო 1%-ითაც არ დაშვებულიყო ის, რომ მძევლები დაშავებულიყვნენ, რაც სწორი პოლიტიკაა”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები