ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში, დაახლოებით, 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია

“არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაშიზ დაახლოებით, 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია.

“მოგეხსენებათ, კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო პერსონალია და პაციენტები ყოველდღიურად ისინჯებიან სამედიცინო პერსონალის მიერ. ხოლო ბინაზე მყოფებთან ხდება დარეკვა. საკმაოდ კარგად გაიშალა ახლა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობა ამ ქსელში. ქვეყანაში დაახლოებით 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია. ბინაზე დღეს არის 8 195. ანუ, თითოეულმა ექიმმა დღეში 2-3 ავადმყოფს რომ დაურეკოს, საკმარისია, დაურეკოს, მოიკითხოს, რა აწუხებს და ექიმი წყვეტს კითხვარის მიხედვით, ინფიცირებული ექვემდებარება თუ არა შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანას თუ სახლში დარჩება. არის კრიტერიუმები, ვის ვტოვებთ ბინაზე. რაც გინდა ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ რაღაცას ვმალავ, ნამდვილად არ ვმალავ. არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები