ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„გირჩის“ ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას აღნიშნული მიზეზის გამო ონლაინრეჟიმში გააგრძელებს.

“კოსტას, უმცროს შვილს მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღეს (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად, ბევრად უკეთესადაა.  ოჯახის სხვა წევრები კარგად ვართ, მათ შორის, ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინრეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ”, –  წერს ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები