ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მან საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებსა და ლევილის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად ლევილის ისტორიული მამული და სასაფლაო მოინახულა და ადგილზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო.

კონსტანტინიდი სამშენებლო კომპანია ETMB-ის წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალურად მოისმინა ანგარიში ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებსა და მათი დასრულების თარიღებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ლევილის მერთან, ერიკ ბრევისთან, სადაც მხარეების მიერ განხილულ იქნა ისტორიული მამულის სარეაბილიტაციო პროექტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირის კუთხით და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ასპექტები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები