გლდანის რაიონის გამგეობამ გზა რამდენიმე ქუჩაზე მოაწესრიგა

გლდანის რაიონის გამგეობამ გზის მოწესრიგების სამუშაოები კიდევ რამდენიმე ქუჩაზე დასრულდა.

საგზაო სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩაზე განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა, მოეწყო წყალარინების ქსელი, შემდეგ კი გზის საფარი 3 210 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები. სამუშაოებისთვის 183 884 ლარი დაიხარჯა.

ასევე, საგზაო სამუშაოები კაჭარავას მეხუთე ჩიხში დასრულდა, სადაც გზის საფარი მოეწყო 1 260 კვ.მ ფართობზე, გლდანის ხევის N1-N1ა კორპუსებთან არსებული სკვერის მიმდებარედ კი – 1020 კვ.მ ფართობზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები