“ნატო-ს წევრთა უმრავლესობას ბაიდენის გამარჯვება უნდა” – ასეთ შემთხვევაში, ალიანსის სამიტი ვადაზე ადრე ჩატარდება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ნატო-ს სამიტი ვადაზე ადრე, მარტში ჩატარდება.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემას ბრიუსელში ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა, ტრამპის ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ნატო შეეცდება, სამიტი ზაფხულის დასაწყისში გამართოს, ეს საჩქარო აღარ იქნება, რადგან ის შეხვედრაზე უკვე მონაწილეობდა.

კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, მარტის სამიტი ბაიდენს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შეერთების პლატფორმას მისცემს, ასევე, ნატო-ს მისცემს შანს, ტრამპის ეპოქა უკან მოიტოვოს.

როგორც გამოცემას ნატო-ს შტაბ-ბინაში ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა, მოკავშირეთა უმრავლესობას ბაიდენის გამარჯვება უნდა, თუმცა, ისინი ტრამპის ადმინისტრაციასთანაც გააგრძელებენ თანამშრომლობას მეორედ არჩევის შემთხვევაში.

შეგახსენებთ,  თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ალიანსი “მოძველდა”. ზოგიერთი მოკავშირე “წესებს არღვევს”, ამას გარდა, 2018 წელს მან არაპირდაპირი მუქარით გამოვიდა, რომ აშშ ნატო-ს დატოვებს.

გარდა ამისა, ტრამპმა გერმანიაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა იმ მოტივით შეამცირა, რომ ბერლინი ნატო-ს თავდაცვით ხარჯებს არასათანადოდ ფარავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები