ამირან გამყრელიძე: “რემდესივირი“ ქვეყანაში მხოლოდ კვლევის ფარგლებში შემოვა, გაყიდვაში არ იქნება, ამის ილუზიას ნუ შევქმნით

“მედიკამენტი „რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ იქნება გაყიდვაში, ამის ილუზიას ნუ შევქმნით. მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ სპეციალურ ჩვენებისას – მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ აღნიშნულ მედიკამენტს მძიმე ავადმყოფებში გარკვეული პოზიტიური ეფექტი აქვს.

„მედიკამენტი „რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ იქნება გაყიდვაში, ამის ილუზიას ნუ შევქმნით. ის არსად იყიდება და არც შეიძლება, გაიყიდოს იმიტომ, რომ მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ სპეციალურ ჩვენებისას – მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში. ბევრი კვლევა არსებობს „რემდესივირთან“ დაკავშირებით ისევე, როგორც – სხვა მედიკამენტებთან მიმართებით. ჯერჯერობით, დიდმა რანდომიზირებულმა ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი მძიმე ავადმყოფებში. ასევე, გუშინ, გუშინწინ გამოქვეყნდა კოხრეინის ბიბლიოთეკის დიდი კვლევა. ეს არის ბრიტანულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველაზე დიდი ნაკრები ინფორმაციისა, რომელმაც თქვა, რომ, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე „რემდესივირთან“ დაკავშირებით გადამწყვეტი დასკვნა, საკმარისი მასალა ჯერ კიდევ არ არსებობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები