მიხეილ ჩხენკელი: მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული.

ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დროებით ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბნები, გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები