მდინარაძე ვაშაძეს: თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?

„თქვენ დროს 1 150 000 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ეს იყო 30%, ხოლო „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 19, 5 %-მდე შემცირდა მსოფლიო ბანკის მონაცემით. თქვენ დაგიჯეროთ მოსახლეობამ თუ მსოფლიო ბანკს?” – ასე მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მან ასევე სამომავლოდ სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შევქმნით 200 000 სამუშაო ადგილს და დამატებით უფრო მეტს, ვიდრე ბოლო 8 წლის განმავლობაში, რადგან სტარტი, დინამიკა და ინერცია ასეთია. ჩვენ შევქმენით 200 000-ზე მეტი ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში 2013 წლიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ ეს სამუშაო ადგილები ნამდვილად შეიქმნება. წინა წლებთან შედარებით, 3-ჯერ მეტი ინფრასტრუქტტურული პროექტი განხორციელდა ამ ქვეყანაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები