მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეს: თქვენ, ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება

„თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქა არის ის, რომ თქვენ, ყველამ ერთად მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს დააბრალეთ ომის დაწყება”,- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში.

მისი თქმით, ეს არის საკითხი, რომელიც ყველა სატელევიზიო ეთერში უნდა აღინიშნოს. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა – გიორგი ვაშაძე, რომელსაც პრემიერ-მინისტრობა სურს, გარდა რეზოლუციის მხარდაჭერისა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, აგრეთვე, ადეიშვილის მოადგილეობის პერიოდსა და ზოგადად, ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები