სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლებში ეტაპობრივად ბრუნდებიან

ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 19 ოქტომბრიდან დაიწყება.

განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს არადისტანციურ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით წარმართავენ.

“უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტანციურად აგრძელებენ.

სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები