ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხსა და ვირუსის მართვაში სადაზღვევო კომპანიის ჩართულობაზე იმსჯელებენ.

“მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სისტემა თავისი ორგანიზებულობით, რეჟიმითა და ერთობით შეძლებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ნამდვილად არის იმ ნდობის ღირსი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისგან გვაქვს. თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება ონლაინ კლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმაოდ დატრენინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები და დღეს დგას ის საკითხი, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, ჩვენს მოქალაქეებს ერთობლივად ესაჭიროება, სწორედ გამართული ინფრასტრუქტურა, სწორად დატრენინგებული ექიმები. ამასთან დაკავშირებით მინდა, თქვენი მზაობა. ჩვენ გარკვეულწილად ჩვენი მზაობა და გეგმები გვაქვს, რომელსაც უკვე თვეებია ვახორციელებთ. მინდა თითოეულმა თქვენგანმა დააფიქსიროს თავისი შესაძლებლობები, ასევე რა კომპონენტში გჭირდებათ სახელმწიფოს ჩართულობა, ვინაიდან არ ვფიქრობთ, რომ ეს ცალმხრივი დახმარებაა. ჩვენ მზად ვართ თქვენს გვერდით ვიდგეთ იმ რესურსით, რომელიც გაგვაჩნია, რომ დროულად მივიდეთ ქმედით ნაბიჯებამდე და გადაწყვეტილებამდე”, – მიმართა ტიკარაძემ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები