დეკანოზი შალვა კეკელია: ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა უფრო მნიშვნელოვანია, თუ ის, რომ აზერბაიჯანთან პრობლემა შეგვექმნას
“ის, რომ ადამიანი დაადანაშაულო და ბრალი დაადო, არ არის სწორი. ის, რომ ადამიანზე თქვა, ბოლომდე მართალია, ესეც არაა სწორი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, – ასე უპასუხა დეკანოზმა, შალვა კეკელიამ კითხვას – “დამნაშავეები არიან თუ არა დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე დაკავებული პირები”.
სასულიერო პირი მიმდინარე საქმის გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო დაძაბვასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ტერიტორიის დაკარგვასთან შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა.
“გამოძიება უნდა დაწყებულიყო, თუ რაიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ის, რომ ადამიანი დაადანაშაულო და ბრალი დაადო არ არის სწორი. ის, რომ ადამიანზე თქვა, რომ ბოლომდე მართალია, ესეც არაა სწორი. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, უნდა გამოიკვლიონ და პასუხს მერე გავიგებთ ყველა. ვამბობთ, რომ აზერბაიჯანთან პრობლემა შეგვექმნება, ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა უფრო მნიშვნელოვანია, თუ აზერბაიჯანთან პრობლემა რომ შეგვექმნას?”, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.