მიხეილ სააკაშვილი: 31 ოქტომბერს არის ისტორიული არჩევნები, რადგან გადაწყდება, ჩვენ გვექნება ქვეყანა თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან

“ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხს დაველაპარაკოთ, მხოლოდ „ფეისბუქზე“ წერა არ არის საკმარისი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, 31 ოქტომბერს ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება და ახლა ველზე გასვლის დროა.

„31 ოქტომბერს არის ისტორიული არჩევნები, რადგან გადაწყდება, ჩვენ გვექნება ქვეყანა თუ საქართველო საერთოდ გაქრება რუკიდან; ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. ამიტომ, მინდა, მივმართო „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, ყველა გავიდეთ ველზე. მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული და რომ არ მივცეთ ამის კეთების საშუალება, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ. ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხს დაველაპარაკოთ, მხოლოდ „ფეისბუქზე“ წერა არ არის საკმარისი, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით, თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა. არ არსებობს არცერთი ზედმეტი ადამიანი, არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი, ყოველი წუთი ძვირფასია და მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო, რომ მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები