გიორგი ვოლსკი წინასაარჩევნო გარემოზე: ვინც ძალადობს, ან ხელს უწყობს, ახალისებს ამ ქმედებას, მისი სურვილია, საქართველო წარმოჩნდეს როგორც განუვითარებელი და არადემოკრატიული ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წინასაარჩევნო გარემოში ძალადობის წახალისებას ცდილობს, ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ნებისმიერ ადამიანი, ვინც ძალადობას მიმართავს წინასაარჩევნო პერიოდში, გინდაც არჩევნების დროს, რომელ მხარესაც არ უნდა განეკუთვნებოდეს, ის ადამიანები, ვინც ამას ხელს შეუწყობენ ან წაახალისებენ ამას, მათ შორის, ვინც მედიაში არასწორ ინფორმაციას შემოიტანს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედებს თავისი ქვეყნის, ჩვენი მომავლის საწინააღმდეგოდ და მოქმედებს ძალიან ცუდი გზით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, ამ ხალხის სურვილია საქართველო წარმოჩნდეს საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ, როგორც განუვითარებელი, არადემოკრატიული ქვეყნა.

„ეს მიზანი იმდენად გამოხატულია ზოგიერთი ოპონენტის, პოლიტიკური ძალის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებში, რომ ვფიქრობ ძალადობა, თვითონ წინასაარჩევნო პერიოდისადმი ჩრდილის მიყენება იქნება ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემა, სადაც მედია უნდა იყოს თავის სიმაღლეზე და არა რომელიმე მხარეს”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები