ამირან გამყრელიძე: პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები ღია სივრცეში პირბადის გამოყენებით გამართონ.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იყოს ხშირი შეხვედრები, გარე სივრცეში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე, საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. ამით უფრო მეტი პრევენცია იქნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების”, – განაცხადა გამყრელიძემ.