“დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური გამოყენების პირობებში დამატებითი შეზღუდვების მიღება არ მოგვიწევს”

“ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება და ნიღბების ინტენსიური გამოყენების პირობებში ჩვენ დამატებითი შეზღუდვების მიღება არ მოგვიწევს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება სავალდებულოა.

“პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნიღბების ტარება. ამ მიმართულებით ღონისძიებებს გავამკაცრებთ. რაც შეეხება ამ ეტაპზე ტრანსპორტის შეზღუდვას ან სხვა ნებისმიერ მობილობაზე საუბარს, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ პრობლების ნომერ პირველ გადაწყვეტას არ წარმოადგენს, ვინაიდან ვითვალისწინებთ დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე, ყველა ღონისძიების დაცვის ხარისხს. მნიშვნელოვნად განსხვავდება აჭარასა და თბილისს შორის ყოველივე ამ ღონისძიების გატარების ხარისხი. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ,  დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების ინტენსიური და მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწევს დამატებითი შეზღუდვების მიღება”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები