სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისსა და სოხუმში შეხვედრებს გამართავს
სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი – ტოივო კლაარი თბილისსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ევროპელი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისსა და სოხუმში ვიქნები. დისკუსიები გაიმართება ადგილობრივ საკითხებზე, მაგრამ რეგიონული ვითარება ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, – წერს ტოივო კლაარი.