შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დუშეთში 60 წლამდე ქალის მკვლელობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები