პრემიერი – Forbes-ის სტატიაზე: Forbes-ი აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე, რაც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება
საქართველოს პრემიერმინისტრი -გიორგი გახარია საქართველოს შესახებ ჟურნალ Forbes-ის სტატიას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, გამოცემა ახალ ნომერში აქცენტს საქართველოს წარმატებაზე აკეთებს.
„ჟურნალი Forbes-ი ახალ ნომერში აქცენტს აკეთებს საქართველოს წარმატებაზე, რომელიც უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბებასა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაში გამოიხატება”, – აღნიშნავს გიორგი გახარია.