“ოპონენტების რეაგირება, სამწუხაროდ, არაადეკვატურია იმ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვერდში დგომასა და თანადგომას საჭიროებს”

“ოპონენტების რეაგირება, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურია იმ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვერდში დგომასა და თანადგომას საჭიროებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ფაქტი ერთია, ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ისტორიულ მიწა-წყალზე. უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია, რომ დადგინდეს ჩვენი საზღვრები და ის, რაც ქართული ტერიტორიაა, საქართველოს დარჩეს. ამ დროს, როდესაც გესმის, რომ იყო გარკვეული ფაქტები, რომელიც არ იყო გამოყენებული, რომელიც საქართველოს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა, მარტივი კითხვაა, გამოძიება უნდა დაწყებულიყო თუ არა? კონკრეტული გვარები ნამდვილად არ მაინტერესებს. გამოძიება უნდა დასრულდეს და ყველა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ ანტისახელწიფოებრივ უკანონობაზე, უნდა აგოს პასუხი. ყველას ვთხოვდი, რომ საქართველოს ინტერესები გაითვალისწინონ, როდესაც ვსაუბრობთ თუნდაც ერთ გოჯ მიწაზე. ოპონენტების რეაგირება, სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურია იმ ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვერდში დგომასა და თანადგომას საჭიროებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები