კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 63-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 63-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, ცხრა მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი, ერთი კი – ოკუპირებული ცხინვალიდან.
„დღეს გვყავს 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე, აქედან 31 ინტუბირებულია და 30 „სიპაპ“ რეჟიმზე იმყოფება, ამ მძიმე პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ერთი კი, ცხინვალიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.