სომხეთის სამხედროებმა აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქზე საარტილერიო იერიში მიიტანეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის სამხედროები დილიდან ახორციელებენ საარტილერიო იერიშებს აზერბაიჯანის ტერიტორიების: გორანბოის, ტერტერის, ბარდინის, აღჯაბადის, აღდამის მისამართით.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანის არმია მოწინააღმდეგეს ადეკვატურად პასუხობს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები