თეა ახვლედიანი: ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, რუსეთის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა განსაკუთრებით მიუღებელია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში გამწვავებული ჰუმანიტარული მდგომარეობის ფონზე, რუსეთის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა განსაკუთრებით მიუღებელია.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომლის ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლა.
მსგავსი მიდგომა საფრთხის ქვეშ აყენებს სამშვიდობო პროცესს ისევე, როგორც – ჩვენს იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, პანდემიით უფრო დამძიმებული გამოწვევების მოგვარებისკენ.
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.