გია აბაშიძე: უდიდესი ალბათობით, ამ სამარცხვინო საქმეში სხვა ყოფილი თუ მოქმედი საშუალო თუ მაღალი ჩინის პირებიც იქნებიან გარეულნი

“დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების საქართველოსა და აზერბაიჯანის მთლიანი საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ოპტიმალურად გადაწყდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უდიდესი ალბათობით, ამ სამარცხვინო საქმეში სხვა ყოფილი თუ მოქმედი საშუალო თუ მაღალი ჩინის პირებიც იქნებიან გარეულნი.

“გაოგნებული ვარ პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალების გამო! სავარაუდოდ დამნაშავე საქართველოს შვილმა/შვილებმა საკუთარი მიწა-წყალი როგორ უნდა გაასხვისო ანდა გაყიდო? უდიდესი ალბათობით, ამ სამარცხვინო საქმეში სხვა ყოფილი თუ მოქმედი საშუალო თუ მაღალი ჩინის პირებიც იქნებიან გარეულნი. გამოძიება გრძელდება და ცხადია, საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების საქართველოსა და აზერბაიჯანის მთლიანი საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ოპტიმალურად გადაწყდება”, – წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე – ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი – ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები