ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულის კონტაქტი ყოველგვარი ტესტირების გარეშე თვითიზოლაციაში ან კარანტინში დაუყოვნებლივ გადავა 

“ახალი განკარგულების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტი ყოველგვარი ტესტირების გარეშე დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში თუ ადამიანი უსიმპტომოა, 12 დღის შემდეგ ყოველგვარი ტესტის გარეშე თავისუფალია.

„დამტკიცდა ახალი განკარგულება, სადაც გაწერილია, რომელი ჯგუფები ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონტაქტებზე. ინფიცირებულის კონტაქტი ყოველგვარი ტესტირების გარეშე დაუყოვნებლივ გადადის თვითიზოლაციაში ან კარანტინში და თუ ის უსიმპტომოა, 12 დღის შემდეგ ყოველგვარი ტესტის გარეშე გახლავთ თავისუფალი. ძალიან დიდი როლი ექნება პირველადი ჯანდაცვის რგოლს. თუ თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ კონტაქტირებულ პირს დაუფიქსირდება მსუბუქი სიმპტომიც კი – დაბალი ტემპერატურა, მსუბუქი ხველა ან სუნთქვის გაძნელება – მან უნდა შეატყობინოს ექიმს და გაივლის PCR-ტესტირებას. თუ პასუხი იქნება დადებითი, მას უკვე საავადმყოფოში გადაიყვანენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უცხოეთიდან შემოსული ადამიანები კარანტინს მერვე დღეს დატოვებენ და მათ უკვე მაღალი ხარისხის, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები