სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე “ქართულ ოცნებას” ტოვებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად გოგაშვილიც ადასტურებს.

როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილების მიზეზები პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პირადად აუხსნა.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მქონდა პირადი საუბარი და გადავწყვიტე, დავტოვო პარტია. მას ავუხსენი წამოსვლის მიზეზები, რასაც პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა”, – აღნიშნა სოსო გოგაშვილმა.

ცნობისათვის, ის “ქართულ ოცნებაში” მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები