მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გამართეს.
აქციის სლოგანი იყო – „სოლიდარობა ირაკლი ბებუას“.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული, საქართველოს მოქალაქე დაიცვას ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც მას აქვს.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ბებუას დროულად გათავისუფლების საკითხში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს.