სოზარ სუბარი აფრიკის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კაკნდიდატი, სოზარ სუბარი აფრიკის ჩასახლებაში მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა დევნილებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო და მოისმინა მათი პრობლემები. დევნილებმა ძირითად პრობლემად უკვე დაკანონებული შენობების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის მშენებლობა და გარე განათების მონტაჟი დაასახელეს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეეცდება აღნიშნული პრობლემების მოგვარებას. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მხოლოდ 2020 წელს, ჯამურად, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში კი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 655 დევნილი ოჯახი განსახლდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები