გიორგი კახიანი: სააკაშვილის ადგილს პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავ, მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია

“სააკაშვილის ადგილს პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავ, მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან, სააკაშვილი მსჯავრს უცილებლად მოიხდის.

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება მგონი, გასაგებია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის ქმედებებში არაადეკვატური და არათანმიმდევრულია. მისი განცხადებებიდან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. საერთოდ, სააკაშვილის ადგილს არა თუ პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავ, არამედ მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ქართული სასამართლოების მიერ იგი ცნობილი მსჯავრდებულად და, ადრე თუ გვიან, ის ამ მსჯავრს უცილებლად მოიხდის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები