განათლების სამინისტრო ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან (IPPOG) ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფს (IPPOG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ხელმომწერები მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი და IPPOG-ის თავმჯდომარეები – სტივენ გოლდფარბი და პედრო აბრეუ;არიან.

ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი (IPPOG) წარმოადგენს CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციას, რომლის მიზანია სამეცნიერო ცხოვრების პოპულარიზაცია და სამეცნიერო აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ფართო საზოგადოებამდე მიტანა. IPPOG-ის ქსელში ჩართული არიან მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ არაფორმალური მეცნიერების სწავლებისა და ნაწილაკების ფიზიკის საკითხებზე.

“IPPOG-თან (International Particle Physics Outreach Group) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერთოს კოლაბორაციის საქმიანობაში.

IPPOG-ისთვის საქმიანობას ახორციელებს CERN-ის – როგორც საერთაშორისო ლაბორატორიის ბაზაზე, ამ ეტაპზე თანამშრომლობს 26 ქვეყანასთან დამუშაობს 6 ექსპერიმენტულ პროექტზე”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები