თბილისის მერიასთან, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს
თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავების მიერ დაკავებული პირები გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“გამოვაშვებინეთ ყველა. მიხვდა ეს ბრიყვი და კორუფციონერი “პაწია კახი”, რომ თავად გამოიგონა ხელოვნურად პრობლემა და კანონი დაარღვია, რადგან უბრალოდ განცხადების შეტანა ( რისი კანონიერი უფლებაც გვაქვს) უნდოდა ერთ წარმომადგენელს, სხვა არაფერი. დიახ, არ და აღარ გაგივათ კორუფციონერებს კანონდარღვევები -კარგად დაიმახსოვრეთ”, – წერს თაკო ჩარკვიანი.
მერიასთან აქციაზე გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ. შეკრებილები ითხოვდნენ მერიის შენობაში შესვლას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.