ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირების ყველგან ხელმისაწვდომობის მიზნით, ლაბორატორიების რაოდენობა იზრდება
“მარაგში გვაქვს, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე მეტი „პისიარ“ ტესტი და 200 000-მდე სწრაფი ტესტი. ამიტომ, ამ მხრივ ქვეყანაში დაბრკოლება არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ მოსახლეობას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„იზრდება ლაბორატორიათა რაოდენობა, რათა ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება ყველგან იყოს ხელმისაწვდომი. გეოგრაფიულად ახლოს იყო 22, უახლოეს მომავალში სამი ლაბორატორია ემატება, რათა ხელმისაწვდომობა იყოს. მთავარია, ისევ და ისევ ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოიხატოს იმ რეგულაციების შესრულებაში, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.