განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერის, მათემატიკოსის, კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პოლიტიკოსის – გურამ ბერიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საზოგადოებას.
კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბერიშვილი სამეცნიერო საქმიანობას 1962 წლიდან ეწეოდა. იყო საქართველოში კატეგორიათა თეორიის განვითარების ინიციატორი, სამეცნიერო შრომებისა და არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი.