თბილისში გრიგოლ ვოლსკის სახელობის ქუჩა გაიხსნება
5 ოქტომბერს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით კრწანისის რაიონში პუბლიცისტის, ექიმის, საზოგადო მოღვაწის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, გრიგოლ ვოლსკის გარდაცვალების 111 წლისთავთან დაკავშირებით მისი სახელობის ქუჩა გაიხსნება.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან ვოლსკის შთამომავლები, საკრებულოს წევრები და გრიგოლ ვოლსკის მოღვაწეობასთან შემხებლობაში მყოფი პირები.