ჯაბა ჯიშკარიანმა კორონავირუსი დაამარცხა
13-დღიანი მკურნალობის შემდეგ ჯაბა ჯიშკარიანმა კორონავირუსი დაამარცხა. მან უკვე დატოვა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა.
როგორც “კვირას” “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პრესსამსახურიდან აცნობეს, მთაწმინდა – კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თავს კარგად გრძნობს, არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი. ჯაბა ჯიშკარიანმა კლინიკა PCR ტესტის 2 ნეგატიური პასუხის შემდეგ დატოვა.