კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამ ვალდებულების შესრულება მოუწევს
“დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამ ვალდებულების შესრულება მოუწევს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ის, რომ რუსეთს სანქციები დაეკისრა, საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და ევროსაბჭოს თანადგომის შედეგია.
“ქართველი დიპლომატების დამსახურებაა, რომ ევროსაბჭომ რუსეთი მკაცრად კიდევ ერთხელ გააფრთხილა და კონკრეტული ვადები მისცა, რათა თავისი ვალდებულებები შეასრულოს, კომპენსაცია გადაიხადოს.
დარწმუნებული ვარ, რუსეთს ამ ვალდებულების შესრულება მოუწევს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა.