“პოლიციელებისა და საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიციელებისა და სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, გარკვეული პერიოდი შეჩერდეს.
„ჩვენ დიდი რაოდენობით ვტესტავთ ჩვენთვის საპატივცემულო პოლიციელებს და იქ გვაქვს თითქმის ნულოვანი აღმოჩენის მაჩვენებელი. შესაძლებელია, შემოდგომაზე გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ ეს და ჩავანაცვლოთ მაღალი რისკით, ჩვენი სამედიცინო კოლეგებით. ასევე, თითქმის, არ გვქონია არცერთი შემთხვევა სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლების. ამაზე ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები