ირაკლი კობახიძე: პროგრესი, რომელსაც ყველა მიმართულებაში მივაღწიეთ, არის შთამბეჭდავი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროგრესი, რომელსაც ხელისუფლებამ თავისი მმართველობის პერიოდში მიაღწია, შთამბეჭდავია.

მისივე თქმით, აღნიშნული გამოხატულია არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ – კონკრეტულ რიცხვებში.

“დღეს წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას და დეტალურ ანგარიშსაც. პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ ყველა მიმართულებაში, არის შთამბეჭდავი და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის გამოხატული კონკრეტულ რიცხვებში, რომელსაც დღეს საღამოს მოისმენთ. თქვენც გაკვირვებული დარჩებით”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები