საქართველოში კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 40-მდე გაიზარდა. გარდაცვლილი აჭარის რეგიონიდანაა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს.

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3419-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1100-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები