ლაშა ჟვანია: საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში სამუშაოდ ჩასასვლელად არალეგალური გზების ძიება აღარ დასჭირდებათ
“საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში სამუშაოდ ჩასასვლელად არალეგალური გზების ძიება აღარ დასჭირდებათ.
“დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბ-ნ გაბი აშკენაზისთან ერთად ხელი მოვაწერე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ !
ხელშეკრულება მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად. არ დასჭირდებათ დიდი თანხების გადახდა ლეგალურად სამუშაოს მოძიებისთვის. ამაზე საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იზრუნებს”, – წერს ლაშა ჟვანია.