გიორგი კახიანი: “ნაცმოძრაობისა” და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის მიმართ დესტრუქციულ დამოკიდებულებას ვხედავდით
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეაფასა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული დამოკიდებულება საპარლამენტო საქმიანობის მიმართ ხშირი იყო.
“სამწუხაროა, რომ მთელი ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობისა” და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან ვხედავდით სრულიად დესტრუქციულ დამოკიდებულებას საპარლამენტო საქმიანობის მიმართ. კარგ შემთხვევაში არაფრის კეთებით იყვნენ დაკავებული, ცუდ შემთხვევაში – მავნებლობით და, მაგალითად, მათ დაგვამახსოვრეს თავი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის შესრულებით, ან, მაგალითად, გაურკვეველი ქიმიური წარმონაქმნის დასხმით, რომელმაც, მოგეხსენებათ, აპარატის თანამშრომლები და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც კი მოწამლა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.