სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს შეურაცხყოფა მიაყენა, თსუ-დან გარიცხეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ონლაინლექციის დროს ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” უნივერსიტეტში დაუდასტურეს.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო და მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდა.
გარდა ამისა, თსუ-მ ონლაინლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აყენებს შეურაცხყოფას სტუდენტი ლექტორს.