ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციური ჯგუფები წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ

“ოპოზიციურმა ჯგუფებმა იციან, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში, მათთვის ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია და ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევაზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.

„ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე ვამბობდით იმას, რომ მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებოდნენ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოჩენას, თითქოს, ეს არის ძალადობრივი, თითქოს ხდება ვინმეს მოსყიდვა და ა.შ. ოპოზიციურმა ჯგუფებმა იციან, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში, მათთვის ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია და ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას, თუმცა, ეს რომ სპეკულაციაა და მათი პროვოკაციების მეშვეობით მიმდინარეობს შესაძლო ძალადობრივი ქმედებები, ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტორი. თქვენ იცით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მეშვეობით დაიხვეწა საარჩევნო კანონმდებლობა, ყველა პარტიას მიეცა თანაბარ პირობებში, კონკურენტულ გარემოში წინასაარჩევნო პროცესის წარმართვის შესაძლებლობა და სწორედ ჩვენ ვიყავით პირველი ძალა, რომელმაც მოაწერა ხელი პარტიების ეთიკის კოდექსს, სადაც ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც გამოვედით პოზიციით, რომ აუცილებლად ყველას უნდა მოეწერა ხელი დოკუმენტისთვის და ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ნებისმიერი ძალადობა, დესტაბილიზაციის მცდელობა. ამიტომ, ჩვენთან მიმართებით კითხვის ნიშნებიც კი არ შეიძლება არსებობდეს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები